07:28 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 13:19:44, 1487 ნახვა

საზოგადოება
„ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. 

კომპანიის განცხადების მიხედვით, უცნობი პირები მათი სახელით რეკავენ და ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფორმაციას სთხოვენ. 

“ყაზტრანსგაზ-თბილისში“ განმარტავენ, რომ ზარებთან კომპანიას საერთო არაფერი აქვს.

“გაცნობებთ, რომ “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით უცნობი პირები კვლავ რეკავენ აბონენტებთან და სთხოვენ ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფორმაციას. უცნობი პირები კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით მომხმარებლებს ასევე გარკვეულ ფასად სთავაზობენ HN3-ს დეტექტორების მონტაჟს. “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ, რომ აღნიშნულ ზარებთან კომპანიას კავშირი არ აქვს და ეს ადამიანები არ არიან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არ ინტერესდება მომხმარებლების ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრებითა და სხვა პირადი მონაცემებით, რაც ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. კომპანია ასევე არ ახორციელებს HN3-ს დეტექტორების მონტაჟს. ნებისმიერი მსგავსი შინაარსის ზარის განხორციელების შემთხვევაში, არ გასცეთ თქვენი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია. ასევე ფაქტის დაფიქსირებისას გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 40 40 04, 24 საათის განმავლობაში“, - წერია კომპანიის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics