06:38 - 06 Jun, 2026
|
2018-03-28 22:38:50, 13653 ნახვა
High - Tech
Apple-მა განახლებული iPad-ი წარადგინა
კომპანია Apple-მა ნახევრადდახურულ პრესკონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას განახლებული iPad-ი წარუდგინა, - ამის შესახებ The Verge იუწყება. პლანშეტს ტრადიციულად 9,7 დიუიმიანი დისპლეი და განახლებული პროცესორი A10 Fusion აქვს. კომპანიის რელიზში ნათქვამია, რომ სიახლე სკოლის მოსწავლეებზე და სტუდენტებზეა გათვლილი - მათთვის მოწყობილობის ფასი 299, ხოლო დანარჩენებისთვის 329 ამერიკულ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მოდელი მომხმარებლების საშუალო კატეგორიაზეა გათვლილი - "ეფლის" 2018 წლის ფლაგმანი პლანშეტის რელიზი წინაა, და როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ხდება ცნობილი, კომპანია პლანშეტების დიზაინს კარდინალურად შეცვლის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)