|
2018-03-28 17:32:13, 1527 ნახვა
საზოგადოება
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსია პარლამენტში განიხილეს
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსია საქართველოს პარლამენტში განიხილეს. დოკუმენტის განხილვის პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, გენგეგმის შესახებ პრეზენტაცია კი, მერის მოადგილე ილია ელოშვილმა წარადგინა. პარლამენტის დეპუტატებსა და დედაქალაქის საკრებულოს წევრებს თბილისის მერმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და კომპანია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებულ დოკუმენტთან დაკავშირებულ შენიშვნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „სითი ინსტიტუტს“ დოკუმენტის შემუშავებისთვის 18 თვიანი ვადა ჰქონდა განსაზღვრული, თუმცა ქალაქის მთავრობაში ახალი ხელისუფლების მოსვლის დროს, უკვე 26 თვე იყო გასული. კომპანიას მოთხოვნის შემდეგ, დოკუმენტის სრულყოფისთვის, ასევე, დამატებით 45 დღიანი ვადა მიეცა. „მათ შემდეგ წარმოადგინეს მეექვსე ეტაპის დოკუმენტაცია, რაც ხარვეზებით უკან დაუბრუნდათ. რადგანაც აღნიშნული დოკუმენტის არსებობა მნიშვნელოვანია და გვსურს, რომ ხარისხიანი გენერალური გეგმა მივიღოთ, მივმართეთ მათ, რომ გონივრული ვადა წარმოედგინათ, რა ვადაშიც არსებული ხარვეზების გამოსწორება შეეძლოთ. მათ 45 დღე მოითხოვეს, რაზეც დედაქალაქის მერია დათანხმდა, თუმცა გამოსწორებული რეალურად არაფერია. თითოეული თქვენთაგანი დამეთანხმებით, რომ ქალაქისთვის ეს ერთგვარი კონსტიტუციაა, რომელსაც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებაა უდნა დაეფუძნოს. შესაბამისად, დოკუმენტი მაღალ დონეზე უნდა იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება დოკუმენტის სრულყოფის პროცესში გამართულ შეხვედრებს, გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიის საჯარო განხილვამდე, კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან არაერთი კონსულტაცია შედგა. თბილისის მერის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა რამდენჯერმე პირადადაც გამართა. „აღნიშნულ კომპანიას ყველანაირი პირობა შევუქმენით. ხელშეკრულებაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდათ, დოკუმენტზე მუშაობა დაესრულებინათ, თუმცა როგორც ჩანს, ამის რესურსი არ გააჩნიათ. ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ და ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მუნიციპალიტეტის მთავრობა დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში ხარვეზებს რამდენიმე მიმართულებით აფიქსირებს. კერძოდ, მწვანე სივრცეები/არეალები ძირითადად, გაზრდილია ლანდშაფტური, სარეკრეაციო და სატყეო არეალების ხარჯზე; მთლიანად იგნორირებულია შიდაკვარტალური სკვერები, გამწვანებული არეალები და მათ საქმიანი, სამშენებლო ზონა ცვლის; კონცეფცია „მდინარე და ქალაქი“ წარმოდგენილია იდეის დონეზე, ჩასატარებელია მთელი რიგი კვლევები მისი განხორციელებადობის დასადგენად; ამასთან, არ არის შესწავლილი საბინაო ფონდი და სეისმომედეგობა; არ არის დადგენილი სამშენებლო ნორმები და შესწავლილი ქალაქის შემოგარენი; ასევე, აქტივობების რიგითობა და ეტაპები ყოველგვარი კომპლექსური ხედვის, ლოგიკის გარეშეა წარმოდგენილი. საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და თბილისის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
(NS)
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)