|
2018-03-28 16:55:41, 2133 ნახვა
მსოფლიო
„სკრიპალის საქმის“ გამო, რუს დიპლომატს მონტენეგროც გააძევებს
მონტენეგრო „სკრიპალის საქმის“ გამო ქვეყნიდან რუს დიპლომატს გააძევებს, - ამის შესახებ DW იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, "პერსონა ნონ-გრატად" გამოცხადებულმა დიპლომატმა ქვეყანა ერთი კვირის განმავლობაში უნდა დატოვოს. ნატო-ს წევრი მონტენეგრო მიიჩნევს, რომ დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამლვაში რუსეთია დამნაშავე. დიპლომატის ქვეყნიდან გადაძევების გადაწყვეტილება ქვეყანამ მოკავშირეებთან ერთად, დიდი ბრიტანეთის მხარდასაჭერად მიიღო. ამ დროისთვის, ევროკავშირისა და ნატოს- წევრმა ქვეყნებმა საერთო ჯამში 140-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს. შეგახსენებთ, 12 მარტს, ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. როგორც მან განმარტა, სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დამზადდა. აღნიშნულის გამო, ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. მოგვიანებით ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის გამოსვლას "საცირკო შოუ" უწოდა. განცხადება ასევე საგარო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საპასუხოდ რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებენ. სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)