|
2018-03-28 15:06:52, 578 ნახვა
რეგიონი
ბათუმი ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის ემზადება
დღეს სპორტის სასახლე და მის მიმდებარედ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ ჭადრაკის ფედერაციისა და ფიდეს ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერეს. სამუშაოების დათვალიერების ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ლატვიის ფინანსთა მინისტრი დანა რეზნიცე-ოზოლა და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე დასრულებულია სპორტის სასახლის მშენებლობა, რომელიც ორ დიდ დარბაზს მოიცავს (2500 კაციანი და 500 კაციანი). ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი ყინულის არენის მშენებლობა, რომელიც ჭადრაკის მსოფლიოს ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული. უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება სპორტის სასახლის ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა, მოასვალტდება ირგვლივ არსებული გზები. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ოლიმპიადის ღირსეული მასპინძლობისთვის დაწყებულია კომპლექსური სამუშაოები, რომლებიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ ნაწილს, ისე დამატებითი სერვისების შექმნას. მისი თქმით, ხდება ფიდეს მიერ გაწეული რეკომენდაციების გათვალისწინება, აჭარის მთავრობა კი მაქსიმალურად ჩართულია მოსამზადებელი სამუშაოების მონიტორინგის საკითხებში. "ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობის გაზრდას და განვითარებას. მნიშვნელოვანია მსგავსი საერთაშორისო დონის ღონისძიებების ჩატარება ჩვენს ქალაქში. ბათუმის სპორტის სასახლე, ახალი ყინულის არენა და ოლიმპიური საცურაო აუზი ჯამში შექმნის ბათუმის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურული, ისე სპორტული ტურიზმის მიმართულებით განვითარებას " - აცხადებს ზურაბ პატარაძე. მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი. ოლიმპიადის გახსნის ცერემონია შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე" გაიმართება.
(NS)
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)