13:43 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 18:25:59, 1769 ნახვა

სამართალი
ქეთევან ციხელაშვილის უწყების ავტომობილი 12 წლის მოზარდს დაეჯახა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კუთვნილი ავტომობილი წყნეთის გზატკეცილზე 12 წლის მოზარდს დაეჯახა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არასრულწლოვანი მსუბუქი დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, ავტომობილში მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც იმყოფებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც  გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ავტომანქანა საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics