03:28 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 15:29:50, 1835 ნახვა

საზოგადოება
ჭრებალოს ქუჩის მცხოვრებლები რეაბილიტირებული გზით ისარგებლებენ

გლდანის რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჭრებალოს მეორე ჩიხში, 755 კვ.მ-ზე ასფალტის ახალი საფარი ეწყობა. 

საგზაო სამუშაოებს კომპანია „როუდ სოლუშენი“ ახორციელებს. გზის რეაბილიტაციის პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე  გაეცნო.

„ჭრებალოს მეორე ჩიხში, 755 კვ.მ ფართობზე გზის საფარის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. ახალი გზა მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემს. მიმდინარე წელს, ექვს მისამართზე გზის კაპიტალური შეკეთება უკვე განვახორციელეთ, ხოლო ოთხ მისამართზე გზის რეაბილიტაცია ამ დროისთვის მიმდინარეობს. ასევე, ლიბანის ქუჩაზე ფიტნეს ზონის მოწყობა დავასრულეთ. რაიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ხელშეწყობას მაქსიმალურად ვცდილობთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.   

გლდანის რაიონის გამგებელი ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე მდებარე N27 კორპუსის მიმდებარედ, ფიტნეს ზონის დასრულებულ სამუშაოებსაც გაეცნო.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics