|
2018-03-23 13:11:30, 1395 ნახვა
კომენტარი
„დოპელმაიერის“ წარმომადგენელი: ყველა სისტემა მუშაობდა ტექნიკური პროტოკოლის მიხედვით
"დოპელმაიერის" სამხრეთ კავკასიის დირექტორის ნიკოლოზ გრძელიძის განცხადებით, საბაგიროს მომსახურეობას მთის კურორტების კომპანია მსოფლიოში დამკვიდრებული კარგი პრაქტიკის მიხედვით ახორციელებდა. მისი განცხადებით, „დოპელმაიერი“ ყურადღებით აკვირდება იმას, თუ როგორ მიმდინარეობს დაზარალებულების რეაბილიტაციის პროცესი. მანვე აღნიშნა, რომ დასკვნის დადება კოორდინირებული მუშაობის შედეგად მოხერხდა. "სულ რამდენიმე ადამიანი რჩება საავადმყოფოში და ვუსურვებთ მათ რაც შეიძლება სწრაფ გამოჯანმრთელებას და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ წელს ვიხილავთ მათ საქართველოს სამთო კურორტებზე. კომპანია დოპელმაიერის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მთის კურორტების კომპანია "ბიურო ვერიტასს", იმისათვის რომ ფაქტია, ერთი კვირის თავზე ჩვენ მოვახერხეთ და დავდეთ დამოუკიდებელი დასკვნა. ეს არ იქნებოდა შესაძლებელი უაღრესად კოორდინირებული პროცესის უზრუნველყოფის გარეშე. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, ინსპექტირების შედეგად დადგინდა რომ გუდაურის საძელე საბაგირო იყო აბსოლუტურად გამართული. ყველა სისტემა მუშაობდა ტექნიკური პროტოკოლის მიხედვით. საბაგიროს მომსახურეობას მთის კურორტების კომპანია ახორციელებდა მსოფლიოში დამკვიდრებული კარგი პრაქტიკის მიხედვით. ეს არის ცალსახა. ჩვენ საქართველოში ტურისტულ სექტორში და ურბანული ტრანსპორტის სექტორში ვმუშაობთ 1988 წლიდან და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად საშუალება მოგვეცემა, საქართველოს ტურისტულ პოტენციალს შევმატოთ მეტი ღირებულება და გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა წარმატებით ამ ქვეყანაში. საბაგირო იმყოფებოდა სრულ მზადყოფნაში. ის იყო ტექნიკურად გამართული და ყველაფერი აჩვენებდა, რომ მთის კურორტების კომპანია მას უვლიდა", - განაცხადა ნიკოლოზ გრძელიძემ.
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)