02:20 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 17:41:39, 1724 ნახვა

საზოგადოება
მაია ლაგვილავა ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში პაციენტთა საკონსულტაციო სივრცის პრეზენტაციას დაესწრო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე პაციენტთა საკონსულტაციო სივრცის პრეზენტაციასა და მწვანე აქციას  დაესწრო.

მან ახალგახსნილი ცენტრი დაათვალიერა და ხეების დარგვის აქციაში მონაწილეობა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ზაზა ავალიანთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორ ამირან გამყრელიძესთან ერთად მიიღო. 

მაია ლაგვილავამ ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბავშვთა განყოფილებაც დაათვალიერა.

მინისტრის მოადგილემ პაციენტები პირადად მოინახულა და სპეციალური საჩუქრები გადასცა.

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 1982 წლიდან 24 მარტს აღინიშნება და მიზნად ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.  

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics