04:12 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 15:10:44, 2047 ნახვა

ეკონომიკა
ბელარუსის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჩამოვიდა. ალექსანდრე ლუკაშენკოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა. ბელარუსის პრეზიდენტთან ერთად თბილისში ქვეყნის სამთავრობო დელეგაციაც იმყოფება.

ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში უკვე გამართეს მნიშვნელოვანი შეხვედრები ორი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებმა, სადაც საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, მიხაელ რუსისთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე  ისაუბრა იმ პოტენციალზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს ვაჭრობის, ერთობლივი საწარმოების დაფუძნებისა თუ სხვა ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან სფეროებში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელარუსის უმაღლესი ხელისუფლებების განსაკუთრებულ წვლილს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

ბელარუსის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმიც გაიმართა, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილმა და მიხაელ რუსიმ გახსნეს. როგორც ფორუმზე აღინიშნა, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი  მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისა და პარტნიორული თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის კუთხით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics