|
2018-03-22 11:20:06, 1735 ნახვა
მსოფლიო
კოსოვოს პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს
კოსოვოს პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. უცხოური მედიის ცნობით, ამგვარად ოპოზიციამ მონტენეგროსთან საზღვრის დემარკაციის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით კენჭისყრის ჩაშლა სცადა. სხდომათა დარბაზში ცრემლსადენი გაზის გაშვების გამო, პარლამენტის წევრები იძულებულები გახდნენ, სხდომა დაეტოვებინათ. ხმის მიცემა მხოლოდ მეხუთე მცდელობისას მოხერხდა. კოსოვოს პარლამენტმა მონტენეგროსთან საზღვრის შესახებ 2015 წლის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა, რაც ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მოსაპოვებლად. კოსოვოსა და მონტენეგროს შორის შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა. ოპოზიციის მტკიცებით, შეთანხმების ამოქმედების შედეგად კოსოვო 8000 ჰექტარ ტერიტორიას დაკარგავს. მონტენეგროს აღნიშნული შეთანხმება უკვე რატიფიცირებული აქვს. კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოცცხადდა. კოსოვოს დამოუკიდებელობა მსოფლიოს 100-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა. თუმცა, მის დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)