|
2018-03-21 21:21:56, 1575 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში ენერგოეფექტურობის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა
„ძალიან მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის დანერგვა და შესაბამისი კანონმდებლობის მიღება მოიტანს", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, კატარინა მატერნოვასთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემები ინვესტიციების და ბიზნესის ახალი შესაძლებლობები და ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ენერგოეფექტურობის მიმართულებით საქართველოს ვალდებულებები იყო. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რომელსაც ენერგოეფექტურობის დანერგვა და შესაბამისი კანონმდებლობის მიღება მოიტანს. „ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ მასალებს, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნას როგორც მშენებლობაში, ასევე სხვადასხვა მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს დანაზოგების ზრდას", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა როგორც ევროკავშირს, ასევე სხვა დონორ ორგანიზაციებს (KfW, EBRD, AFD) საქართველოს ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და საპილოტე პროექტების მხარდაჭერისთვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)