|
2018-03-21 14:24:38, 1484 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: რეზოლუციაში მხოლოდ სია არ არის - მასში ძალიან ბევრი პრინციპული საკითხია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო რეზოლუციის პროექტში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი სხვა საკითხებიცაა. დეპუტატმა უმცირესობას სწორი აქცენტების გაკეთებისკენ მოუწოდა: „ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ აქცენტი მხოლოდ სიაზე კეთდებოდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ სია არ არის ამ რეზოლუციაში. უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციაში, რომელსაც ძალიან კარგია, რომ უმცირესობა დასთანხმდა, არის ბევრი ძალიან პრინციპული საკითხი, რომელიც ამ ფორმით არ დაფიქსირებულა. კერძოდ, რეზოლუციაში მოხდა ხაზგასმა პრინციპულ დამოკიდებულებაზე ოკუპაციის მიმართ; დეოკუპაციის კონკრეტულ პირობებზე, ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების დაშვებაზე, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნაზე. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი - რეზოლუციის ტექსტიც, პრემიერის განცხადებაც, თითოეული ჩვენგანის მიდგომა, განცხადება თუ ფრაზა გამომდინარეობს მთავარი პრინციპიდან - ჩვენ არჩეული გვაქვს სწორი გზა, პრაგმატული, პრინციპული, სამშვიდობო დამოკიდებულება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამ პრინციპებში ჯდება თითოეული სიტყვა, რომელიც ჩვენი მხრიდან არის გახმოვანებული. ამ რეზოლუციაში ძალიან ბევრი, პრინციპული საკითხია ნახსენები, რომელთან დაკავშირებითაც საერთო პოზიცია გაგვაჩნია და გულწრფელად ძალიან მიხარია, რომ საქართველო, ქართული პარლამენტი ახერხებს პრინციპული, სამშვიდობო და იმ პრაგმატული პოზიციის დაფიქსირებას, რაც დეოკუპაციისკენ მიმავალ გზაზე ქმნის სწორ საფუძველს და სწორ დასაყრდენს“, - განაცხადა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუციის პროექტს უყრიან კენჭს. დღის წესრიგის თანახმად, დაგეგმილია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მესამე მოსმენით განხილვა. პარლამენტი, მიმდინარე კვირაში, პირველი მოსმენით განიხილავს საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს, რომელიც გენდერული კვოტირების საკითხს შეეხება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)