|
2018-03-21 14:11:20, 1573 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: არჩილ ტატუნაშვილი იყო ნამდვილი გმირი, რომელიც დააკლდა სრულიად საქართველოს
არჩილ ტატუნაშვილი იყო ნამდვილი გმირი, რომელიც დააკლდა არა მარტო მის ოჯახს, არამედ სრულიად საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ”არჩილ ტატუნაშვილი იცავდა საქართველოს ღირსებას სხვადასხვა ფრონტზე, მათ შორის ავღანეთში, ერაყში და ის იყო ნამდვილი გმირი, რომელიც დააკლდა არა მარტო მის ოჯახს, არამედ სრულიად საქართველოს. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო სამძიმარი მისი ოჯახის და სრულიად საქართველოს მიმართ”, - განაცხადა კობახიძემ. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გუშინ გადმოეცა. ცხედარი თავდაპირველად ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შემდეგ, ტატუნაშვილი წილკანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი ამ დრომდე არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)