04:12 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 13:45:22, 1573 ნახვა

ეკონომიკა
2018 წლის იანვარში საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 91%-ით გაიზარდა

საქართველო-ბელარუსს შორის არსებულ დადებით სავაჭრო დინამიკაზე ისაუბრეს დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ მხრივ არსებული პერსპექტივები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2018 წლის იანვარში საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 91%-ით გაიზარდა, მათ შორის, ექსპორტმა საქართველოდან 47 პროცენტით მოიმატა.

ამასთან, მხარეებმა აღნიშნეს, რომ სავაჭრო პოტენციალი ქვეყნებს შორის დიდია და ამ მიმართულებას აუცილებლად სჭირდება განვითარება.

დიმიტრი ქუმსიშვილისა და მიხაილ რუსის შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ორმხრივი ბიზნესურთიერთობების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე.

ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 22 მარტს დაგეგმილია საქართველო-ბელარუსის ბიზნეს ფორუმის ორგანიზება, რომელშიც ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმში რამდენიმე ათეული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics