|
2015-05-19 14:40:27, 2505 ნახვა
კომენტარი
ნოდარ ჯავახიშვილი: ადეიშვილის განცხადებებზე განმარტებების კეთება, საზოგადოებისთვის შეურაცხყოფაც კია
"ზურაბ ადეიშვილის განცხადებებზე განმარტებების კეთება, საზოგადოებისთვის პატარა შეურაცხყოფაც კია",-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის განცხადება, რომ მისი ხელსულფებაში ყოფნის დროს, ვინც ბრალს აღიარებდა, ან ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას, საპროცესო გარიგებასაც კი უფორმებდნენ და სასჯელისგან თავისუფლდებოდნენ, ხომ არ ნიშნავს მათი მხრიდან აღიარებას. "ნამდვილად არ ვიცი, რას ნიშნავს და ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის პატარა შეურაცხყოფაც კია ზურაბ ადეიშვილის განცხადებებზე განმარტებების კეთება.მე გაცილებით მეტ პატივს ვცემ ჩვენს საზოგადოებას",-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)