|
2018-03-21 11:49:27, 1402 ნახვა
კომენტარი
ახალგორის გამგებელი: არჩილ ტატუნაშვილს ხელებზე და სახეზე გარკვეული ძალადობის კვალი აღენიშნება
ახალგორის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება. როგორც თინიკაშვილმა აღნიშნა, ტატუნაშვილს დაზიანებები ხელებზე და სახეზე აქვს. მანვე დასძინა, რომ ექსპერტიზის დასკვნა უახლოეს ორ კვირაში იქნება მზად. "უახლოეს 2 კვირაში გვექნება ჩვენი კვალიფიციური ექსპერტების დასკვნა. ამას ყველა ერთად გავეცნობით. აშკარაა რაც ჩანს ხელებზე, სახეზე გარკვეული ძალადობის კვალი აღენიშნება. უმძიმესი იყო ოჯახისთვის ეს 26 დღე მოლოდინისა", - განაცხადა თინიკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში. ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გუშინ გადმოეცა. ცხედარი თავდაპირველად ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შემდეგ, ტატუნაშვილი წილკანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი ამ დრომდე არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)