|
2018-03-21 11:18:29, 2202 ნახვა
მსოფლიო
ჯონ მაკკეინმა დონალდ ტრამპი პუტინისთვის მილოცვის გამო გააკრიტიკა
„რესპუბლიკელმა“ სენატორმა ჯონ მაკკეინმა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინისთვის მილოცვის გამო გააკრიტიკა. მაკკეინმა, რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს ყალბი, ხოლო პუტინს დიქტატორი უწოდა. „აშშ-ის პრეზიდენტი არ იქცევა თავისუფალი სამყაროს ლიდერის მსგავსად, როდესაც დიქტატორებს ულოცავს ყალბ არჩევნებში გამარჯვებას“, – ნათქვამია მაკკეინის განცხადებაში. სენატორის თქმით, „ამით პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის ყველა ის მოქალაქე შეურაცხყო, ვისაც შესაძლებლობა არ მიეცა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მიეცა ხმა, რათა განესაზღვრათ თავიანთი ქვეყნის მომავალი“. შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს ჩატარდა. არჩევნებში კვლავ მოქმედმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. რუსეთის ცესკოს ცნობით, პუტინმა ამომრჩეველთა ხმების 76.6% მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გუშინ სატელეფონო საუბრისას მიულოცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)