16:21 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 20:27:43, 1777 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი გარი ჯონსონს: ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ნაკლებად ადეკვატურია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კრიზისებისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტთან, გენერალ სერ გარი ჯონსონთან რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, გამოწვევები და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მდგომარეობა განიხილა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ გაზრდილი უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა გამოწვევებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებს არ შეესაბამება.

პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში განხორციელებული საკანონმდებლო და სამთავრობო ცვლილებების შედეგად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ნაკლებად ადეკვატურია, ვიდრე ის აქამდე იყო და ამ ვითარებას გამოსწორება სჭირდება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს პარტნიორების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ჩართულობა ეროვნული უსაფრთხოების სისტემის განვითარებასა და დახვეწაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე - ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics