|
2018-03-20 14:32:03, 1500 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე: მთავრობას ექნება ვალდებულება, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შესულებისთვის სანქციები პარტნიორ ქვეყნებსაც დააწესებინოს
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხვალ პარლამენტმა პლენარულ სესიაზე მიიღოს რეზოლუცია, რომლითაც ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შეიქმნება. „ანუ დადგინდება შავი სია, რომელშიც შევლენ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჩვენი მოქალაქეების მკვლელობაზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ რეზოლუციის მიღებით ჩვენ შევძლებთ, რომ კონკრეტული პრაქტიკული ინსტრუმენტი შევქმნათ, რითაც ასე ვთქვათ, ფასს გავუზრდით იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ დანაშაულებს ჩადიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათ მიმართ დაწესდება სანქციები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მთავრობას ექნება ვალდებულება იმუშაოს ქვეყნის გარეთ და ჩვენს პარტნიორებსაც დააწესებინოს სანქციები. ეს არის ამ რეზოლუციის იდეა. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი ერთიანად მხარს დაუჭერს ამ რეზოლუციას, რომელიც იქნება ძლიერი და ასევე თავისთავში მოიცავს შეფასებასაც", - განაცხადა კაპანაძემ. ის ვარაუდობს, რომ სიის შექმნაზე პასუხისმგებელი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)