|
2015-01-18 10:47:59, 4361 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოს სოლიდარობის ფონდი დღეს 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს
სასტუმროში "რადისონი" დღეს საქართველოს სოლიდარობის ფონდის 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და ფონდის მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის 18 იანვრის მონაცემებით, სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში ყოველთვიურად 240-ზე მეტი საჯარო უწყების 40,000-ზე მეტი თანამშრომელია ჩართული. ფონდის ამოქმედებიდან დღემდე, კერძო სექტორიდან შემოუერთდა 14 კომპანია, რომლებიც სხვადასხვა სახით ეხმარებიან ფონდს - თანამშრომლების მიერ გადარიცხული ყოველთვიური დონაციებით, კომპანიების პროდუქტებში/სერვისში მცირე დონაციის ინტეგრაციით (თეატრის/წარმოდგენების ბილეთებში, საბაგიროს აბონიმენტებში 10 თეთრიდან 1 ლარამდე ინტეგრაციით, ფონდის საქმიანობის პოპულარიზაციით). სულ შემოსული 1,701,330 ლარიდან, ფონდის კომისიის 9 სხდომაზე დამტკიცდა 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 58 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება, მათ შორის 18 შემთხვევაში საზღვარგარეთ, ხოლო 40 შემთხვევაში საქართველოში. სულ 1,198,000 ლარის ოდენობის დაფინანსებაა დამტკიცებული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)