11:45 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 20:11:51, 1563 ნახვა

კომენტარი
დავით მათიკაშვილი დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების პრევენციასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის შექმნას მიესალმება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის,  დავით მათიკაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის მუშაობაც მიმართული იქნება დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების პრევენციისაკენ, მისასალმებელია.

 „შესაბამისად ჩემს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ბატონ კახა კუჭავას აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში.

გამომდინარე იქიდან, რომ ზემოხსენებული ინიციატივა ემსახურება თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესების დაცვას, აღნიშნულ საპილოტე პროექტში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნებათ როგორც კვლევით და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე თითოეულ მოქალაქეს.

მსგავსი საკომიტეტო მოკვლევის მოდელის დანერგვა უზრუნველყოფს ერთი მხრივ, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას და მეორე მხრივ, საზოგადოების მეტ ჩართულობას იმისათვის, რომ ერთად შევინარჩუნოთ ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობებისათვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო“,-აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics