|
2018-03-19 18:44:02, 1502 ნახვა
კომენტარი
„ე.წ. ქართული მარში სინამდვილეში რუსული მარშია“ - ოთარ კახიძე „რ2“-თან მიმდინარე აქციაზე
"ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან მიმდინარე აქციას ეხმაურება, რომელსაც "ქართული მარში" მართავს. როგორც კახიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, "ქართულ მარში" მმართველი გუნდის წახალისებით მოქმედებს. "ე.წ. ქართული მარში არის სინამდვილეში რუსული მარში, რომელიც წაახალისა ქართული ოცნების ხელისუფლებამ. სადღობელაშვილი - სუსის აქტივისტი, ბრეგაძე - მინისტრის მოადგილე, კორკოტა - პრემიერის ხშირი სტუმარი, ამ ყველაფერს დამატებული ე.წ. პატრიოტთა ალიანსი, კვიციანებით და ხელისუფლების სხვა რუსეთუმე ამფსონებით. ეს ორკები უკვე წლებია, რაც დათარეშობენ დაუსჯელად, გაუპატიურებით ემუქრებიან გოგონებს, იქცევიან ამაზრზენად, დღეს უკვე ჟურნალისტებს დაესხნენ თავს. ვუცხადებ სრულ სოლიდარობას გიორგი გაბუნიას და რუსთავი ორს. მახინჯი იდეოლოგიის პრორუსი ნაძირლების დასადგენი არ არის გამოხატვის თავისუფლების ფარგლები ამ ქვეყანაში. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მოძალადე ზონდერ ჯგუფების მხარდაჭერა, თორემ ბუმერანგივით შეუტრიალდება უკან. მოვუწოდებ პოლიციას, იმოქმედოს კანონის შესაბამისად. ეს მარაზმი, ახლა რაც ხდება, უკვე ყოველგვარ ფარგლებს გაცდა", - წერს ოთარ კახიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)