|
2018-03-19 17:27:27, 1310 ნახვა
კომენტარი
რატიანი: RMG GOLD-ის საქმიანობაზე აუცილებელია, როგორც კომიტეტის სხდომის ჩატარება, ასევე კომისიის შექმნა
"საყდრისის“ აფეთქებასთან და ზოგადად კომპანია RMG GOLD-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას „ევროპული საქართველოც“ ითხოვს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარებაც მნიშვნელოვანია: „დაახლოებით 3 კვირის წინ, ევროპულმა საქართველომ მოითხოვა გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა და დღეს ითქვა, რომ ეს სხდომა გაიმართება შემდეგ კვირაში, დაახლოებით 28 მარტს და გარდა ამისა, ჩვენ საზოგადოებას ვაცნობეთ, რომ აუცილებელია პარალელურად შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც განიხილავს, როგორც საყდრისის ნგრევის ფაქტს, იმიტომ, რომ ეს ჯერ კიდევ გამოუძიებელია და ასევე გარემოსადმი მიყენებულ ზიანს, ამასთან ხელისუფლების ჩართულობას ამ ყველაფერში. აუცილებელია, როგორც გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარება, ასევე კომისიის შექმნა“,-განაცხადა სერგო რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)