16:30 - 29 Apr, 2026
|
2018-03-19 15:43:46, 2203 ნახვა
მსოფლიო
ლატვიაში კონცერტის დროს რუსი მუსიკოსები დააპტიმრეს და ქვეყნიდან გააძევეს
ლატვიაში კონცერტის დროს რუსი მუსიკოსები დააპტიმრეს და ქვეყნიდან გააძევეს, - ამის შესახებ Panorama იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულები ანსამბლ "რიაზანული გარმონის" წევრები არიან. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის იოსიფ შმულევიჩის განცხადებით, ისინი კონცერტს რუსულენოვანი მაყურებლისთვის ატარებდნენ. "ვატარებდით კონცერტს და ვულოცავდით მსმენელს 8 მარტს. აღმოჩნდა, რომ თურმე 2 კანონი დავარღვიეთ. პირველი - კომუნისტური დღესასწაულის აღნიშვნა აკრძალულია და მეორე, ქალაქში ბალალაიკაზე დაკვრა ნებადართული არ არის. ბოლო კანონი 2017 წლის 9 მაისს მიიღეს. პოლიციამ კონცერტი შეაჩერა და პირდაპირ სცენიდან გაგვიყვანა", - განაცხადა შმულევიჩმა. მედიის ცნობით, ანსამბლის წევრებს ქვეყანაში შესვლის უფლება 5 წლით ჩამოართვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)