|
2015-01-18 10:43:46, 2356 ნახვა
სამართალი
შსს-მ 187 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ამოიღო
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული არმენ მ. ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას 42 კაფსულა ,,ლირიკა“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 12,6 გრ ფსიქოტროპულ ნივთიერება პრებალგინს შეიცავს. ასევე ამოღებულია 1,35 გრ ნარკოტიკული საშუალება კოდეინის და 1,35 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება ფენობარბიტალის შემცველი 135 აბი. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)