|
2018-03-17 16:15:19, 1765 ნახვა
კომენტარი
მინისტრი: კვების ობიექტების მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე უკომპრომისოები ვიქნებით
„კვების ობიექტების მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე უკომპრომისოები ვიქნებით“, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საქართველო ტურისტებისთვის გასტრონომიული ქვეყანაცაა და სამინისტრო კვებითი ობიექტების მხრიდან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევას არ დაუშვებს. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტრო გააგრძელებს კვებითი ობიექტების შემოწმებას და მაღალი კონტროლის განხორციელებას. "კვებითი ობიექტების, შემოწმება სანიტარულ ჰიგიენურ ნორმებზე და სურსათის უსაფრთხოებაზე, მთავარი პრიორიტეტია რადგან საქართველო ტურისტებისთვის გასტრონომიული ქვეყანაცაა. არ უნდა დავუშვათ, რომ რამდენიმე არაკეთილსინდისიერმა მეწარმემ, საერთო ჯამში ბიზნესიც და ტურიზმის სფეროც დააზარალოს", - განაცხადა დავითაშვილმა. მისივე თქმით, სურსათის უვნებლობის სააგენტოს და სხვა უწყებების მიზანი არაა ბიზნესის დასჯა, თუმცა ჯარიმები და საწარმოო პროცესის შეჩერება სხვადასხვა კაფე რესტორანში პრევენციას ემსახურება. შეგახსენებთ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩატარდა 19 რესტორანსა და კაფე-ბარში. მათ შორის, 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. როგორც ცნობილია, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ობიექტებში: „თაღლაურა“; „ძველი ქალაქი“; „პლაზა ჰოლი“; „კრუიზი“; „ოქროს კათხა“ და „მუხამბაზი“. აღნიშნულ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და 1000 ლარით დაჯარიმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)