|
2018-03-17 13:34:51, 1652 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: გუდაურში დაშავებულები მომავალ წელს ჩვენთან დავპატიჟეთ და დაგვთანხმდნენ, რომ აუცილებლად გვესტუმრებიან
საავადმყოფოში მონახულებისას, ჩვენ დღეს დაზარალებულებს საქართველოში სტუმრობა შევთავაზეთ და ისინიც დაგვთანხმდნენ, რომ აუცილებლად ესტუმრებიან საქართველოს , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურში დაშავებულების მონახილებისას განაცხადა, რომლებიც მკურნალობას თბილისის ღუდუშაურის კლინიკაში გადიან. მინისტრის თქმით, ისინი კარგ დროს გაატარებენ საქართველოში. „ერთი დაზარალებული დღეს დილით ადრე გაეწერა და გვთხოვა, დილიდანვე აგვეყვანა გუდაურში, რათა სასრიალოდ დღე არ დაეკარგა. შესაბამისად, ის უკვე გუდაურშია და სრიალებს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი ინფორმაციით, მუშაობს მთელი გუდაურის კურორტი, ყველა დანარჩენი საბაგირო. "ადამიანები სრიალებენ და უნდა გააგრძელონ თავიანთი დასვენება", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)