11:25 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 19:09:22, 1689 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება, დანარჩენების მდგომარეობა კი, დამაკმაყოფილებელია

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მივიდა, სადაც გუდაურში, საბაგიროს ინციდენტის შედეგად დაშავებულები მოინახულა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება, დანარჩენების მდგომარეობა კი, დამაკმაყოფილებელია.

„ყველა მათგანი ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება და ყველა საჭირო მანიპულაცია უტარდება. მინდა აღვნიშნო, რომ დაშავებულების ოჯახის წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, თითოეული მათგანისთვის გამოყოფილია ოფიციალური წარმომადგენელი, რათა დაკმაყოფილდეს ყველა ის საჭიროება, რომელიც დაშავებულებს ან დაშავებულთა ახლობლებს ექნებათ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიზრუნებთ, რათა დაშავებულების მდგომარეობა, რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics