2018-03-16 17:37:47, 1638 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: საბაგიროზე ექსპერტიზის ჩასატარებლად საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები იქნებიან მოწვეული
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გუდაურში, საბაგიროზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტებს მოიწვევენ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ვიცე-პრემიერი საძელეზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. ქუმსიშვილის განცხადებით, საძელეს საბაგიროს ექსპერტიზა ჩაუტარდება.
„მოწვეული იქნებიან არა მხოლოდ კომპანია „დოპელმაიერის" ექსპერტები, არამედ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ექსპერტიზა იყოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილი.
ამასთან ერთად, უწყების ცნობით, კომპანია „დოპელმაიერის" წარმომადგენლები უკვე გამოემართნენ საქართველოში და ხვალ დილით იქნებიან.
(NS)
ავტორი: ,