|
2018-03-16 15:31:49, 1386 ნახვა
კომენტარი
„სითი პარკის“ იურისტი: ვეცდებით, უზრუნველვყოთ გადაბარების ისეთი პროცესი, რომელიც ქალაქში პარკირების მენეჯმენტს არ დააზიანებს
„სითი პარკის“ იურისტის ნანუკა ავალიანს ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობის და თბილისის მერიის წარმომადგენლების შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო. როგორც იურისტმა განმარტა, შეხვედრაზე გადაბარების საკითხები განიხილეს. "ეს წარმოადგენს თბილისის მერიასა და "სითი პარკს" შორის ურთიერთობის ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ნაწილს. რა თქმა უნდა მათ აქვთ ჩვენგან მიწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამართლებრივად ვაპირებთ ვიდაოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ შეხვედრას, ის იყო ტექნიკური ხასიათის - გადაბარების პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ ვეცდებით ყველანაირად, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ გადაბარების ისეთი პროცესი, რომელიც არ დააზიანებს ქალაქში პარკირების მენეჯმენტს. დღეს არსებული მდგომარეობით კომპენსაციის თანხა არ არის დათვლილი",-განაცხადა ავალიანმა. მისივე თქმით, მერია მათი თანამშრომლების უსაფრთხოებას 9 აპრილამდე უზრუნველყოფს. "რაც შეეხება თანამშრომლების უსაფრთხოების საკითხს, ჩვენი მხრიდან გუშინ და დღეს გაკეთდა არა ერთი განცხადება, რომელსაც ქალაქის მერიც გამოეხმაურა. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას ქალაქის ვიცე-მერმა დაგვიდასტურა მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ითანამშრომლებს ამ საკითხზე. მათი მხრიდან იქნება მცდელობა, რომ უზრუნველყონ "სითი პარკის" თანამშრომლების უსაფრთხო საქმიანობა 9 აპრილის ჩათვლით", - განაცხადა კომპანიის იურისტმა. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოსახლეობის მიერ მათი მისამართით მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარები კეთდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)