2018-03-16 15:14:42, 1343 ნახვა
საზოგადოება
თომას მარკერტი: საქართველომ ნამდვილად გადადგა ნაბიჯი სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიისკენ
„ვფიქრობთ, რომ ახლა საქართველომ ნამდვილად გადადგა ნაბიჯი სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიისკენ “,- ამის შესახებ ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანამ სრულფასოვანი საპარლამანტო სისტემად გარდაქმა დაასრულა.
„საქართველომ სრულფასოვანი საპარლამენტო სისტემად გარდაქმნა დაასრულა. ეს არის გრძელვადიანი საფუძველი დემოკრატიული განვითარებისთვის. როგორც იცით, ჩვენ ვწუხვართ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ვერ მოხდება 2020 წელს და მოხდება 2024 წელს. ეს იყო დაბრკოლება საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან კონსესუსის მისაღწევად. ეს არის წუხილის მიზეზი, თუმცა, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ რეფორმის შედეგით",- განაცხადა თომას მარკერტმა.
ავტორი: ,