|
2018-03-16 12:30:52, 2186 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც პუტინმა საჯაროდ მოკლა, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ
„პუტინს არ სჯერა სიყვარულის ან პატივისცემის, მას მხოლოდ შიშის სჯერა“, - ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Sky News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ის ერთადერთი ადამიანია, ვინც პუტინმა საჯაროდ მოკლა, თუმცა მაინც ცოცხალია, რადგან სხვებზე მეტად გაუმართლა. „პუტინს მიაჩნია, რომ მას ყველას და ყველაფრით მანიპულირება შეუძლია. ის მიიჩნევს, რომ მსოფლიო ცინიკური ადგილია და ყველას ყიდვა შეიძლება. მას აქვს ეს უპირატესობა, ვინაიდან ის ყოველთვის ხელისუფლებაშია. დასავლელი ლიდერები იცვლებიან, ხოლო ვლადიმერ პუტინი არა. მას შეუძლია ჰქონდეს გრძელვადიანი გეგმები. გაიხსენეთ, ის არის ადამიანი, რომელიც შემპირდა, რომ ერთი ადგილით ჩამომკიდებდა. მე ფაქტობრივად ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც პუტინმა საჯაროდ მოკლა, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ. უფრო გამიმართლა, ვიდრე სხვებს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილმა დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ქმედებებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ კრემლის ერთადერთი მიზანი მსოფლიოში შიშის დანერგვაა. მისი თქმით, პუტინის პირდაპირი ბრძანების გარეშე სერგეი სკრიპალზე თავდასხმა არ მოხდებოდა. „ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ გადაკვეთა წითელი ხაზი. სოლსბერიში მომხდარი თავდასხმის დროს რუსეთს უნდოდა მთელ მსოფლიოს, მათ შორის რუსეთის მოსახლეობას სცოდნოდა, რომ ეს მათი ქმედებაა. კრემლში სურთ მათი ეშინოდეთ,პუტინს არ სჯერა სიყვარულის ან პატივისცემის, პუტინს მხოლოდ შიშის სჯერა. სტალინის ეპოქის შემდეგ, მსგავსი ქმედებების განხორციელებისთვის ნებართვას მხოლოდ უმაღლესი ლიდერები გასცემენ. პუტინის პირდაპირი ბრძანების გარეშე ეს არ მოხდებოდა. ვფიქრობ, რუსეთს ეგონა, რომ ბრიტანეთისა და ამერიკის რეაქცია არ იქნებოდა ასეთი მკაცრი, თუმცა ტერეზა მეის მომხდარზე რეაგირება ძლიერი და შთამბეჭდავი იყო. ახლა უნდა მოხდეს დასავლეთის გაერთიანება და იმის დამტკიცება რომ დამნაშავე საბოლოოდ პასუხს აგებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)