|
2018-03-15 18:12:28, 2175 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი, გერმანია და აშშ, რუსეთს ბრიტანეთის სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებენ
დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერები რუსეთს გაერთიანებული სამეფოს სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებენ. ტერეზა მეი, ემანუელ მაკრონი, ანგელა მერკელი და დონალდ ტრამპი, მოსკოვს მოუწოდებენ, ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას უპასუხოს. „სკრიპალის წინააღმდეგ გამოყენებული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება ევროპის ტერიტორიაზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გამოიყენეს. მსგავსი ქმედება ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან, კონვენციის დარღვევაა და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტზე თავდასხმაა. ეს არის მუქარა თითოეული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, 4 ქვეყნის ლიდერები, მოითხოვენ, რომ რუსეთმა, მოწამვლის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერების დამზადების პროგრამის დეტალები გაასაჯაროოს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში კრემლი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, პრემიერის თქმით, ბრიტანეთი რუსეთთან უმაღლეს დონეზე ყველანაირ კონტაქტს წყვეტს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)