|
2018-03-15 15:58:42, 1598 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ვერანაირი მარგინალური დაჯგუფება ვერ შეუშლის ხელს ქალაქის განვითარებას, წინსვლას და აღმშენებლობას
ვერანაირი მარგინალური დაჯგუფება ვერ შეუშლის ხელს ქალაქის განვითარებას, წინსვლას და აღმშენებლობას, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახი კალაძე ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ოპოზიციის კრიტიკას. მან „ნაციონალურ მოძრაობას“ სექტა უწოდა: „ ეს არის მარგინალური პოლიტიკური... პოლიტიკურ პარტიასაც ვერ დავარქმევ, ეს არის გარკვეული სექტა, რომელიც ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში დესტრუქციული ადამიანებისაგან დაკომპლექტებული. ყველა საუკეთესო წამოწყებებზე, რომელიც გვქონდა, რეფორმებზე, რომლებიც დაანონსდა,მათ შეფასებებს გადახედეთ და მემგონი საზოგადოება ამას კარგად ხედავს და აფასებს. ვერაფერი და ვერანაირი მაარგინალური დაჯგუფება ვერ შეუშლის ხელს ქალაქის განვითარებას, წინსვლას და აღმშენებლობას“,-აღნიშნა კალაძემ. კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც პარლამენტში განიხილავენ, ტაქსის მძღოლებს მგზავრების გადასაყვანად სპეციალური ნებართვის აღება დასჭირდებათ. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ლიცენზირება საცობების პრობლემას ვერ მოაგვარებს, არამედ „ეს იქნება ტაქსისტების ჯიბეში ხელის ფათური“. თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ლიცენზიის მიღების საფასურის შესახებ განმარტება გააკეთა: „იმისთვის, რომ მძღოლმა ნებართვა მიიღოს, თუ ჰიბრიდი ავტომობილი ჰყავს, გადაიხდის მინიმალური ერთჯერადი საფასურის ნახევარს, თუ ელექტრომობილი ჰყავს, უფასო იქნება რეგისტრაცია, ხოლო თუ ჩვეულებრივი ავტომობილით აპირებს გააგრძელოს მომსახურება, მაშინ იქნება მინიმალური ე.წ. ფურცლის საფასური“,-განაცხადა მაია ბითაძემ. ამასთან, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას თქმით, ცვლილებები დაკავშირებულია მოსახლოებისა და ტურისტების უსაფრთხოებასთან, რომლებიც ტაქსით გადაადგილდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)