|
2018-03-15 14:40:01, 1949 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი: სკრიპალთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ბრალდებები აღმაშფოთებელია
სერგეი სკრიპალთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ბრალდებები აღმაშფოთებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მან ევროსაბჭოსთან მომავალ ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, ბრიუსელთან პარტნიორული ურთიერთობა აღადგინოს. „რუსეთი მზადაა თანამშრომლობისთვის, თუმცა ეს მაშინ მოხდება, როცა ევროპის ქვეყნებს ინტერესი დაეკარგებათ ამერიკის რუსოფობიური პოლიტიკის მიმართ, რომელშიც სანქციები და პროვოკაციები შედის“,- განაცხადა ლავროვმა. მანვე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის დამოკიდებულება, ყოველგვარი ელემენტარული ურთიერთობის საზღვარს სცდება. „ბრიტანეთის ბრალდებები აღმაშფოთებელია. მათი დამოკიდებულება ელემენტარული დიპლომატიური ურთიერთობების საზღვრებს სცდება. ჩვენ მშვიდად ვუპასუხებთ ამ ნაბიჯს, რადგან ჩვენ გვინდა ყველასთან საუბარი და პრობლემების მშვიდად მოგვარება. ჩვენ ამას გავაკეთებთ პატივისცემით, ყოველგვარი მასობრივი ისტერიის გარეშე“,- აღნიშნა ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში კრემლი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, პრემიერის თქმით, ბრიტანეთი რუსეთთან უმაღლეს დონეზე ყველანაირ კონტაქტს წყვეტს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)