2018-03-15 11:39:42, 1997 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ზუგდიდში დაჭრილი 15 წლის მოზარდის ჯანმრტელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა გიორგი გირლიანმა აღნიშნა, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისივე თქმით, მოზარდმა ბევრი სისხლი დაკარგა.
"შემოყვანილი იქნა მოზარდი, გულმკერდში შემავალი ჭრილობით. სასწრაფო წესით გადაყვანილი იქნა საოპერაციოში. ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე", - განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მოზარდი დაჭრეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ,