|
2018-03-15 10:54:08, 1253 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: Check-in Georgia უფრო მეტადაა ეკონომიკური პროექტი, რომელიც მიმართულია ტურიზმის ხელშეწყობისკენ
„Check-in Georgia უფრო მეტად არის ეკონომიკური პროექტი, რომელიც მიმართულია ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისკენ, რასაც პირდაპირი გავლენა ექნება ჩვენი თანამოქალაქეებისა და საქართველოში არსებული კომპანიების შემოსავლების ზრდაზე”, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა Check-in Georgia-ს 2018 წლის პრეზენტაციაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის მიმდინარეობისას რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება, მათ შორის, პროექტში ჩართული კერძო კომპანიების მიერ. „ასეთ ღონისძიებებში ჩადებული ყოველი ლარი, საბოლოო ჯამში, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას ხმარდება. ეს პროექტი გამიზნულია იმისთვის, რათა უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ მთელი მსოფლიოდან და ასევე მოვახდინოთ შიდა ტურიზმის წახალისება, ვინაიდან შიდა ტურიზმს ჩვენ ეკონომიკაში მოაქვს არანაკლები შემოსავალი და ქმნის არანაკლებ სამუშაო ადგილს“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ანაკლიაში დაგეგმილ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ ანაკლიაში წელს რამდენიმე მუსიკალური შაბათ-კვირა ჩატარდება, მათ შორის, ერთი ვრცელი, 4-დღიანი მუსიკალური weekend-ი. გარდა ამისა, ანაკლიაში კვირის დღეებში დაგეგმილია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციების და სტარტაპ ეკოსისტემის ხელშემწყობი ღონისძიებების და ბუთკემპების ჩატარება. ამასთან ერთად, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება მხარდაჭერის 3 ან 5-წლიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ანაკლიაში ღონისძიებების სტაბილურ გრაფიკს - ყოველწლიური ფესტივალის არსებობას და ამ ფესტივალის გრძელვადიან მხარდაჭერას. „გვინდა, რომ ფესტივალი, რომელიც შემდგომში ჩამოყალიბდება ანაკლიის მიმართულებით, იყოს მდგრადი და შესაბამისად, მსოფლიო რუკაზე დამკვიდრდეს, როგორც წარმატებული და საქართველოს წარმომჩენი ფესტივალი. რაც მთავარია, მინდა დავარწმუნო ზუგდიდის, ანაკლიისა და ახლომდებარე რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, რომ ჩვენი ყურადღება იქნება მაქსიმალური, შუა კვირას დავტვირთავთ ძალიან ბევრი ღონისძიებით, რათა ბევრი ახალგაზრდა ჩავიყვანოთ და ანაკლიაში ტურისტული ცხოვრება მაქსიმალურად დატვირთული იყოს“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა Anchorდიმიტრი ქუმსიშვილმა. Check-in Georgia-ს ფარგლებში წელს 300-მდე ღონისძიება ჩატარდება. პროექტის წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)