10:33 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 10:52:45, 1637 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობის  ჩადენაშიბრალდებული  ე.ი. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2017  წლის 28 ივლისს, დაახლოებით  05:00 საათიდან  07:00 საათამდე პერიოდში,  ე.ი.-მ,  ქ. რუსთავიდან სოფელ აგთაკლიაში გამგზავრების მიზნით იქირავა  შ.ს.-ის  ავტომანქანა. მიიყვანა ის სოფელაგთაკლიის ერთ-ერთი უბნის  ჩიხში,  სადაც  დანის გამოყენებით,  სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ძალადობისგამოყენების  მუქარით,   მართლსაწინააღმდეგო  მისაკუთრების მიზნით შ.ს.-ს  გასტაცა  თანხა 100 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდანმიიმალა.

სამართალდამცველებმა ე.ი. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.ი. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  6  წლით თავისუფლებისაღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics