2018-03-14 18:22:36, 2308 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას „მტრულ ნაბიჯს“ უწოდებს
დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის გადაწყვეტილებას ეხმიანება.
შესაბამისი ინფორმაცია საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
"დღეს დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩი ალექსანდრე იაკოვენკო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს და 23 დიპლომატის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების შესახებ აცნობეს. ამ მტრულ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც აბსოლუტურად მიუღებელს, უსაფუძვლოსა და არაშორსმჭვრეტელს. რუსულ-ბრიტანული ურთიერთობების გაუარესებაზე სრული პასუხისმგებლობა დიდი ბრიტანეთის ახლანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვაკისრებთ", - ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
ავტორი: ,