|
2018-03-14 13:07:41, 1687 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ, ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული ლ.თ. დამნაშავედ სცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ლ.თ.-მ 2017 წლის 28 ივლისს ქ.ხაშურში, ყოფილ მეუღლეზე - ს.მ.-ზე იძალადა, რა დროსაც სახისა და სხეულის არეში ხელის მრავალჯერადი დარტყმებით, ასევე ყელში მოჭერით ფიზიკური ტკივილი მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ლ.თ. იმავე დღეს ქ.ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ლ.თ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)