2018-03-13 15:47:20, 1458 ნახვა
კომენტარი
მათიკაშვილი: ერთიანი ძლიერი რეზოლუციის მიღება მართებული ნაბიჯი იქნება
საპარლამენტო უმრავლესობა რეზოლუციის საკუთარ ვერსიასთან დაკავშირებით, ოპოზიციის პასუხს ხვალ ელოდება.
როგორც დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთიანი ძლიერი რეზოლუციის მიღება და ასე წარდგენა მსოფლიო საზოგადოების წინაშე, მართებული ნაბიჯი იქნება. მათიკაშვილის განმარტებით, ბევრ საკითხზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის თანხვედრაა:
"მნიშვნელოვანი შეხვედრები უკვე ჩატარდა უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. ძალიან ბევრ საკითხზე შესაბამისი თანხვედრაა პოზიციების. გარკვეული კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს. ხვალ გვეცოდინება ოპოზიციისგან პასუხი. სწორი ფირმით შესთავაზა უმრავლესობამ ის რეზოლუცია, რომლის მიღებაც არის პარლამენტისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. ერთიანი ძლიერი რეზოლუციის მიღება და ასე წარდგენა მსოფლიო საზოგადოების წინაშე იქნება მართებული ნაბიჯი",-განაცხადა მათიკაშვილმა.
ავტორი: ,