08:40 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 13:22:11, 1346 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: არავინ ელოდა რუსეთისგან ორი ხელის აწევას და აღიარებას, რომ თვითონ არ ახორციელებს ეფექტურ მექანიზმს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, მმართველი გუნდი რთული ვითარების დასაძლევად მოლაპარაკებების პოლიტიკას  უჭერს მხარს.

როგორც ვილსკიმ პრემიერის რუსეთის ხელისუფლების მისამართით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, ჟენევის ფორმატის დონის ამაღლებაზე და პირდაპირ დიალოგზეა საუბარი, პირველ რიგში უსაფრთხოების თემას ეხება.

"აბსოლუტურად განსხვავებულია საზოგადოებაში მოსაზრბები,რასაც ნაციონალური მოძრაობა და ზოგიერთი მარგინალი პოლიტიკოსი ამბობს.საქართველოს პოზიციაა ასეთი და საქართველო მყარად დგას მოლაპარაკების მხარეს.მოლაპარაკების პოლიტიკა არის მთავარი წარმმართველი, რასაც ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ.თუკი ჟენევის ფორმატის დონის ამაღლებაზეა საუბარი, თუკი პირდაპირ დიალოგზეა საუბარი, ეს უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების თემას ეხება.ეს უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს მსოფლიოში არსებულ ვითარებას, როდესაც აგრესია ჭარბობს მოლაპარაკების სურვილს.აქედან გამომდინარეობს პრემიერის განცხადების შინაარსი.არავინ  ელოდა რუსეთისგან ორი ხელის ზემოთ აწევას და იმის აღიარებას, რომ თვითონ არ ახორციელებს ეფექტურ მექანიზმს. არც არავინ ელოდება იმას, რომ მოლაპარაკების გარეშე რამე მოგვარდეს.აქ არის ძალიან პრაგმატული მიდგომა და ნებისმიერი დაპირისპირება ამ მიდგომასთან, არის პოლიტიკური უზნეობა",-აღნიშნა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics