2018-03-12 18:51:33, 1852 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: რჩება ძალიან მცირე შესაძლებლობა, რომ პარლამენტი ერთიან რეზოლუციაზე შეთანხმდეს
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, რჩება ძალიან მცირე შესაძლებლობა იმისა, რომ პარლამენტი რეზოლუციის ერთიან პროექტზე შეთანხმდეს.
ბაქრაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილს სიასა და სანქციებთან მიმართებაში პრინციპულად განსხვავებული პოზიციებია:
„ვინაიდან ჯერ კიდევ რჩება ძალიან მცირე, მაგრამ შესაძლებლობა რჩება, რომ ზეგ პარლამენტი შეთანხმდეს ერთიან რეზოლუციაზე, დღეს დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ,დღეს ვიტყვი უბრალოდ იმას, რომ არსებობს პრინციპული განსხვავებები, მათ შორის პირველ რიგში ოთხოზორია ტატუნაშვილის სიასა და სანქციებთან მიმართებაში“,-აღნიშნა ბაქრაძემ.
ავტორი: ,