17:01 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 12:35:46, 1734 ნახვა

საზოგადოება
კულტურის სფეროს წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავენ

საქართველოს კულტურის პალატა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავენ.

კულტურის სფეროს მუშაკები პუტინისგან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ითხოვენ.

„ჩვენ, საქართველოს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები შეშფოთებულები ვართ არჩილ ტატუნაშილის დაღუპვის გამო. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ორ კვირაზე მეტია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება. ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართველ-რუსულ ურთიერთობას. ჩვენ, ქართველი ხელოვნები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს, ჩვენი მოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება, რათა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ შევძლოთ ცხედრის დატირება“,- ნათქვამია წერილში.

რუსეთის პრეზიდენტისადმი ღია მიმართვას ხელს ზურაბ ყიფშიძე, ასმათ ტყაბლაძე, ნუნუ გაბუნია, თეიმურაზ გვალია, თამარ ჭოხონელიძე, ლია მიქაძე, დავით ოქიტაშვილი, მაკა მახარაძე, მარიკო კვალიაშვილი და ირმა სოხაძე აწერენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია თრიალეთმა პროკურატურას მიმართა - საჯარო რეესტრის შესაძლო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით
სიბიგა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე - ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics