|
2018-03-12 12:08:21, 2260 ნახვა
სამართალი
შსს-მ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, გოგი ხატოევის მკვლელობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. როგორც ჭელიძემ აღნიშნა, მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა. "გუშინ, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გავხსენით. გატარებული აქტიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად პოლიციელებმა 1975 წელს დაბადებული ვ.წ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 11 მარტს თბილისში ტატიშვილის ქუჩაზე შურისძიების მოტივით ნაცნობს, 1957 წელს დაბადებულ გ.რ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში სანადირო თოფის გასროლის სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. გ.რ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი -სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - განაცხადა ჭელიძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევია. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 61 წლის, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მამაკაცი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ხატოევს გვარი შეცვლილი ჰქონდა და მას გოგი რატიანით იცნობდნენ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)