|
2018-03-09 21:44:35, 2794 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ ესპანური ბიზნესის წარმომადგენლებს ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო
5-7 მარტს ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი გაიმართა, რომლის ფარგლებში შედგა შეხვედრები ქალაქ ვალენსიის მერთან, ვალენსიის ავტონომიის კორტესის თავმჯდომარესთან, ადგილობრივი მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში, 5 მარტს საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ესპანური კომპანიების „Ortiz & Asociados“-ისა და „GEES iberia“-ს ორგანიზებით, გამართულ შეხვედრაში, რომელსაც 150-მდე ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. ისინი წარმოადგენდნენ ეკონომიკის ისეთ სექტორებს, როგორიცაა მრეწველობა, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა, ა.შ. შეხვედრაზე ესპანური ბიზნესის წარმომადგენლების წინაშე მისალმებით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე. ესპანური ბიზნესის წარმომადგენლების დიდი დაინტერესება გამოიწვია პრეზენტაციამ საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. მათ შორის, ინფორმაციამ ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის, მსოფლიოს დიდ ბაზრებთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმების, აგრეთვე მსხვილი საინვესტიციო პროექტების თაობაზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებას შეეხებოდა. აღნიშნული პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უფროსმა საინვესტიციო მრჩეველმა გიორგი ედილაშვილმა ჩაატარა. ესპანური ბიზნესის წარმომადგენლებმა ასევე მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს საპარტნიორო ფონდის და მისი საინვესტიციო პროექტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ესპანეთის ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან „Primaflor“, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობს და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობები აქვს. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში ბიზნეს საქმიანობის დაწყების ინტერესი გამოთქვეს. (NS)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)