2018-03-09 21:37:11, 2350 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებლის ხეივანზე შენობის მე-13 და მე-14 სართულიდან მინები ჩამოვარდა - ვიდეო
აღმაშენებლის ხეივანზე შენობის მე-13 და მე-14 სართულიდან მინები ჩამოვარდა
სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ვიტრაჟების დემონტაჟი განახორციელა და სხვა მინების ჩამოვარდნა თავიდან აიცილა.
ასევე, დიდ დიღომში, ნესტან-დარეჯნის ქუჩაზე, სახურავიდან თუნუქის ფურცელი ჩამოვარდა და მანქანას დაეცა
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ძლიერი ქარის გამო საქართველოში, სახანძრო-სამაშველო გამოძახების მოთხოვნით ჯამში 250-ზე მეტი ზარი განხორციელდა. მათ შორის, 166 თბილისში, ხოლო 88 სხვადასხვა რეგიონში
ამინდის გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.
ავტორი: ,