14:16 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 20:58:54, 2111 ნახვა

პოლიტიკა
ნათელაშვილი: ეს გახლავთ სახელმწიფო ღალატი ჩადენილი პრემიერ-მინისტრის მიერ და დეფაქტო სეპარატისტული რეჟიმების აღიარება

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვრიკაშვილის განცხადებას, რომლითაც ის რუსეთის ხელისუფლებას მძიმე ვითარების დასაძლევად, ერთობლივი დიალოგისკენ მოუწოდებს, სახელმწიფო ღალატი უწოდა. 

შალვა ნათელაშვილის თქმით, პრემიერის  განცხადება , ქვეყნის უსიტყვო კაპიტულაციაა.

„მაშინ, როდესაც ოკუპანტები ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარსაც კი არ გვიბრუნებენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავრცელებს კრემლში შედგენილ და ივანიშვილის მიერ რედაქტირებულ მიმართვას ოსებთან და აფხაზებთან მოლაპარაკების დაწყებაზე, რაც პირდაპირი და უსიტყვო კაპიტულაციაა 18 მარტს პუტინის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქულების ჩასაწერად. იურიდიულად, ეს გახლავთ სახელმწიფო ღალატი ჩადენილი პრემიერ-მინისტრის მიერ და დეფაქტო სეპარატისტული რეჟიმების აღიარება“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

ცნობისთვის, პრემეირმა დღეს რუსეთის ხელისუფლებას მიმართა და აღნიშნა, რომ რთული ვითარების დასაძლევად, საჭიროა ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პრემიერის ამ ნაბიჯით, რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო სიგნალი, რომ საქართველო ახდნეს კაპიტულაციას მის წინაშე, და რომ ხელისუფლება ბრძოლას არ აპირებს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics