16:46 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 17:40:59, 1540 ნახვა

საზოგადოება
ამერიკელმა მეცნიერებმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის წამყვანი მეცნიერების დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში  ერთკვირიანი ვიზიტი შეაჯამეს.  აშშ-ის წამყვანმა სპეციალისტებმა დადებითად შეაფასეს მთავრობის სტრატეგია და გატარებული ღონისძიებები. აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში ღონისძიებების კომპლექსურად  გატარება უმნიშვნელოვანესია.

„საქართველოს წინაშე დგას მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ამოცანა. მოკლევადიანი არის მონიტორინგი, რაც მოგვცემს ინფორმაციას მავნებლის გავრცელების და ინტენსივობის შესახებ. მონიტორინგის მიხედვით უნდა დაიგეგმოს ქიმიური შეწამვლა. საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოზამთრებული ბაღლინჯოს განადგურება. ხოლო გრძელვადიანი ამოცანა გულისხმობს “მოიზიდე და მოკალის“ მეთოდების გამოყენებას და ბიოლოგიურ მეთოდებზე მუშაობას“,  - განაცხადა ოკლაჰომას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენტომოლოგიისა და  მცენარეთა პათოლოგიის  დეპარტამენტის  ხელმძღვანელმა ფილიპ  მალდერიმ.

ვიზიტის  ფარგლებში  აშშ-ის უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების წამყვანმა მეცნიერებმა გამართეს შეხვედრები და მოინახულეს საქართველოს რეგიონები, სადაც ადგილზე გაეცნენ აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და შეხვდნენ  ადგილობრივ ფერმერებს. აგრეთვე გაიმართა  მასშტაბური კონფერენცია საქართველოს სამეცნიერო წრეების მონაწილეობით.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID /REAP) და კომპანია TRECE Inc  (აშშ)  ორგანიზებით, საქართველოში იმყოფებიან აშშ-ის უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების წამყვანი მეცნიერები, მათ შორის აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო კვლევის სამსახურის (USDA, ARS), ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის, სასოფლო-სამეურნეო კვლევებისა და ექსტენციის ცენტრის, ოკლაჰომას და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე - ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics